ფოთის მერი ავსტრიის ელჩს, არად ბენკოს შეხვდა

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა.
მერმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ავსრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთვის გაწული მხარდაჭერისათვის. იგი ელჩს ქალაქში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და ბიზნესგარემოზე ესაუბრა.




