ფოთის მერი წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია მსოფლიო ჩემპიონატში, ჭიდაობა სამბოში ჭაბუკებს შორის, გამარჯვებულ ჯაბა თურქიასა და მწვრთნელებს კონსტანტინე ხუბუტიას, ზურაბ ძაძამიას, ჭიდაობის კომპლექსური სკოლის მენეჯერს გრიგოლ გუგუშვილს შეხვდა.
მიმდინარე წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ჩატარებულ მსოფლიო ჩენპიონატში ჭიდაობა სამბოში ჭაბუკებს შორის, საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა ქალაქ ფოთის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის მოჭიდავე ჯაბა თურქია. მან 56 კგ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.




