სენაკში, ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეგოგიეში, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის საფარის მოწყობისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლეძაძამე-ფოცხოს საავტომობილო გზაზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტო-ბეტონის საფარის დასაგებად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა-დატკეპნა, რომლის დასრულებისთანავე, დაიწყება ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი.
18 ოქტომბრიდან, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება.
სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ ასრულებს, 1646 025 ლარს შეადგენს.




