ექსკლუზივი: სოფელ მუხურჩაში ახალგაზრდა მამაკაცს კაფსულა აუფეთქდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში მცხოვრებ ზურაბ კიკალიშვილს არსებული ინფორმაციით კაფსულა აუფეთქდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. კიკალიშვილი სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურმა მარტვილის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების შეფასებით, მას ამ ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და გარეგანი დათვალიერებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს მომხდარ ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული რაც, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.



