გიორგი გახარია – ალეკო მოწერელია არის სამეგრელოს კადრი,მე არავინ დამინიშნავს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია არა მისი ან ვინმე კონკრეტულის, არამედ გუნდის კადრია.
“ალეკო მოწერელია არის სამეგრელოს კადრი, ყველაზე მეტად ის არის მეთხილეების კადრი. ის გუნდმა დანიშნა”, – უთხრა ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ.
გუბერნატორი “ქართული ოცნების” შტაბის უფროსად დღეს დაინიშნა.





