ალექსანდრე მოწერელია ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე მოწერელია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლებს – მარცელა მასკოვას და იურკი კანკაანპაას შეხვდა.
ალექსანდრე მოწერელიამ სადამკვირებლო მისიის წარმოამდგენლებს, რეგიონში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენ გვაქვს და გავაგრძელებთ მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ეს არჩევნები ჩვენს რეგიონში ჩაივლის მშვიდად და გამჭირვალედ. ჩვენი ხელისუფლების დროს ყველა არჩევნები ტარდება მაღალი დემოკრატიული სტანდარტით და ასე იქნება მეორე ტურის შემთხვევაშიც“ – განაცხადა შეხვედრაზე საარჩევნო შტაბის უფროსმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია რეგიონის საარჩევნო შტაბის უფროსად გუშინ დაინიშნა.




