ალექსანდრე მოწერელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს დაქვემდებარებაში მყოფი 62 საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა საბავშვო ბაღებში ამჟამად არსებულ პრობლემებზე, წარმატებებზე, გამოწვევებსა და დაგეგმილ საქმიანობებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული აქცენტი ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემების, საბავშვო ბაღებში ჩასახლებულ, იძულებით გადაადგილებილი პირების გაყვანის საკითხების მოგვარების აუცილებლობაზე გამახვილდა.
ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს დირექტორმა, ქალბატონმა ხათუნა თოლორაიამ გუბერნატორს წარმატებული საქმიანობა უსურვა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში მიმდინარე პროექტები დეტალურად გააცნო.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის თანამშრომლები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.




