ხობის მერიის ოთხი თანამშრომელი ისრაელში არ შეუშვეს

ხობის მერიის ოთხი თანამშრომელი, რომელიც ისრაელში გამგზავრებას და კუთვნილი შვებულების გატარებას აპირებდნენ, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მომხდარის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დილით გაიგო. მერი დეტალებში გარკვეული არ არის და აცხადებს, რომ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ.
“ამ დილით გავიგე მხოლოდ ის, რომ საზღვარზე არიან გაჩერებულებიო. სხვა დეტალები ამის შესახებ არ ვიცი, გამომდინარე იქიდან რომ მათთან კონტაქტს ვერ ვამყარებთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ისრაელში შესვლაზე უარი არალეგალური მიგრაციის პრევენციის გამო უთხრეს.



