“ღამის საათებში ხელყუმბარა და მოლოტოვის კოქტეილი შემოგვიგდეს”-რა მოხდა ზუგდიდში 2003 წელს?!
ზუგდიდის ციხის ისტორიის შემდეგ, ზუგდიდელი თენგიზ ხარჩილავა STV-თან 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში მომხდარ ისტორიას ჰყვება. ხარჩილავას განცხადებით, მას თავს დაესხნენ საკუთარ ოჯახში, მხოლოდ იმის გამო, რომ მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელძალას წარმოადგენდნენ.
ხარჩილავა ამბობს, რომ სწორედ მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა ძლიერ ძალას, თუმცა ზუგდიდში, მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი, გოჩა ფიფია იგებდა არჩევნებს, რაც მათ არ აწყობდათ.
“მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მაშინ ძლიერ ძალას წარმოადგენდა, ზუგდიდში აშკარა მარცხს განიცდიდნენ. მაშინ მე ვიყავი გოჩა ფიფიას საარჩევნო შტაბის უფროსი. თავიდან მითვლიდნენ, რომ არჩევნებს ჩამოვშორებულიყავი. მე ეს რა თქმა უნდა არ გავაკეთე, რის შემდეგაც მოხდა თავდასხმა ჩემს ოჯახზე. სახლში, სადაც მთელ ოჯახს გვეძინა, ღამის საათებში ხელყუმბარა და მოლოტოვის კოქტეილი შემოგვიგდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ვერ შეგვაშინეს და ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ”-აცხადებს თენგიზ ხარჩილავა.




