ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეები დაიწყო

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეები დაიწყო.ღონისძიებას, ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, კოლხური კულტურის მუზეუმი, მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ატარებს, მასში მოხალისეებიც არიან ჩართული.
ღონისძიების მონაწილეებმა ქალაქში საექსკურსიო საფეხმავლო ტური მოაწყვეს. მათ ევროპულ ყაიდაზე დაგეგმარებულ ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დათვალიერეს, მოდერნის სტილში შექმნილი,ევროპელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული შენობების ისტორიას გაეცვნენ.
ნიკო ნიკოლაძის კოშკში ახალგაზრდებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეუერთდა და მოადგილეებთან, მამუკა პაპასკირთან და ირაკლი თოფურიასთან ერთად მოინახულა ისტორიული ნაგებობა.



