ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება [ვიდეო]
ასე გამოიყურება 1907 წელს ნიკო ნიკოლაძის პერიოდში გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის მიერ აგებული შენობა, სადაც 1933 წლიდან ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმია განთავსებული და გვიანბრინჯაო – ადრე რკინის ხანის ამსახველი ექსპოზიციები ინახება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის რეაბილიტაციას განახორციელებს, სამუშაოები კი 2019 წლის მე-2 კვარტლიდან დაიწყება.




