stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიკულტურამთავარი ამბები

ფოთში კოლხური კულტურის მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26.06.2024 / 26 ივნისი 2024
ფოთში კოლხური კულტურის მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთში კოლხური კულტურის მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ისტორიის მუზეუმის შენობა (კოლხური კულტურის მუზეუმი) გამოირჩევა თავისი არქიტექტურული იერსახითა და განსაკუთრებული სამშენებლო ოსტატობით. ის ქალაქ ფოთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ მისი ექსტერიერი და ინტერიერი მუზეუმის აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც ფასადის, ასევე ინტერიერის კედლებისა და ჭერის ბათქაშის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია, საღებავი შელახულია, გასამყარებელია ცოკოლისა და სართულშუა გადახურვის კოჭები, გამოსაცვლელია დაზიანებული კარ-ფანჯარა, მოსაწყობია საინჟინრო კომუნიკაციები, სახანძრო სიგნალიზაცია, აღსადგენია ჭიშკარი და ღობე. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

,,2023 წელს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა გადაუდებელი და აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც ძველი ამორტიზებული სახურავი სრულად შეიცვალა და შენობაში შეწყდა წყლის ჩადინება. სამუშაოებისთვის დაიხარჯა 91 000 ლარი.

2023 წლიდან შენობის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გადმოიბარა. პროექტის განხორციელების შედეგად სრულად განახლდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დაცული იქნება სამუზეუმო მოთხოვნები და შენობა ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ამ ეტაპზე შენობის პირველი სართულის კედლებიდან მოხსნილია დაზიანებული ნალესი და დამუშავებულია მთავარი ფასადი. მიმდინარეობს სართულშუა გადახურვის დემონტაჟი, იცვლება კოროზირებული ლითონის კოჭები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „არქიტრავმა“ 2024 წლის 1 მარტს დაიწყო. რეაბილიტაციისთვის სააგენტოს მიერ გამოყოფილია 887 129 ლარი.
კოლხური კულტურის მუზეუმის შენობა დაპროექტებულია 1907 წელს ინჟინერ-არქიტექტორ ედმონს ფრიკის მიერ.

თავდაპირველად იგი აიგო საცხოვრებელ სახლად და ამ დანიშნულებისა იყო 1921 წლამდე, რის შემდეგაც, 1978 წლამდე, შენობაში განთავსებული იყო ქ. ფოთის აღმასრულებელი კომიტეტი. ამჟამად შენობაში მოქმედ კოლხური კულტურის მუზეუმში დაცულია ძველი კოლხეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოსა და რკინის ხანის არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული ხატები, წმინდა წიგნები და სხვა ექსპონატები” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა პოსტი

ფოთში ენმ-ს ოფისში მინა ჩაამსხვრიეს დაწყებულია გამოძიება

შემდეგი პოსტი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება [ვიდეო]

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება [ვიდეო]

ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს