ფოთში ენმ-ს ოფისში მინა ჩაამსხვრიეს დაწყებულია გამოძიება

ფოთში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მინა ჩაამსხვრიეს. ადგილზე მისულ, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, ჩამსხვრეული მინები და დაზიანებული შენობის ფასადი დახვდათ.
პარტიის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს კაისრებენ და სამართალდამცავი ორგანოებისგან ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
„ოფისში რომ შევედით, აღმოვაჩინეთ, რომ შუშებია ჩამსხვრეული. აქ არის ორმაგი შუშები, თან ბანერია, ეტყობა გაუჭირდათ შუშების ჩამსხვრევა, რამდენჯერმეა ქვები ნასროლი. ეს არის ფოთის ცენტრალური ქუჩა, სადაც ყველგან ვიდეოკამერებია. მოვიდა პოლიცია, ცდილობენ ამოიღონ ვიდეო კადრები. სიმართლე გითხრათ, გამოძიების დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული“, – ამბობს ენმ-ს ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ხომერიკი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.






