“ენმ” ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

“ენმ”-ს სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდმარის მირანდა მესხის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და აცხადებს რომ მესხი “ქართული ოცნებიდანაა” და ასევე თამარ ჟვანიას ნათლიმირონია, რომელიც ცდილობს ააწყოს გაყალბებების აპრობირებული მეთოდი.
მისივე მტკიცებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეებზე და მდივნებზე მიმდინარეობს ზეწოლა,რადგან ისინი უარს აცხადებენ ჟვანიას უკანონი დავალების შესრულებაზე და ამ პროცესში ჩართულია როგორს სხვა საჯარო მოხელეები ასევე ძალოვანი უწყებები.
მურთაზ ზოდელავას თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ 140 საჩივარია დაწერილი რაც საარჩევნო ისტორიას არ ახსოვს.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

ანი წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს


