სამეგრელოს გუბერნატორმა ზუგდიდის საკრებულოში დახურული შეხვედრა გამართა

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას და საკრებულოს თანამდებობის პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს ვებ გვერდი ავრცელებს. აღნიშნული შეხვედრის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის გზები დასახეს, ასევე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გუბერნატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს და სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გუბერნატორის ადმინისტრაციამ მეორე დღეს გაავრცელა.




