შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სწავლა განაახლა

ღონისძიება უნივერსიტეტის ანსამბლმა „დავლათმა“ გახსნა, რომელმაც სამხრეთ კორეაში, ჩონანის მსოფლიო ხალხთა ნაციონალური ცეკვების კონკურს-ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ნომინაციაში ,,ქუჩის ცეკვა“ და ,,სცენაზე შესრულებული ცეკვა“ პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.
სწავლის დაწყება სტუდენტებს ასევე მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში მერაბ ქვარაიამ, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ბესო ჭეჟიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა ეს დღე განსაკუთრებით პირველკურსელებს მივულოცო,რადგან ეს არის დღე, როდესაც ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი იწყება. განათლება ჩვენთვის პრიორიტეტია და ჩვენი მხრდიან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, განათლებული ახალგაზრდები კი ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმატებული საქმიანობისთვის. აქვე დავამატებ, რომ ჩვენ, მერია თქვენთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან ოინიციატივას განვახორციელებთ“-აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.
უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ, ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ, სტუდენტებთან შეხვედრისას, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებზე უფასო მგზავრობის ინიციატივა გააჟღერა, რომელიც 2018 წლის 17 სექტემბრიდან ამოქმედდა.
მსგავსი სიახლეები

ახალგაზრდობის სააგენტო სამეგრელოში, „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ ეწვია
![“პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/12/IMG_2395.jpg)

