ზურაბიშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში რუსეთის ხელი ურევია

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის გაერთიანებაა. საპრეზიდენტო კანდიდიატმა, ბოლო პერიოდში ატუალურ საკითხებზე ისაუბრა, სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას, ოკუპაციის და აფხაზეთის საკითხებს შეეხო.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა განმარტა, გამსახურდია მისთვის პატივსაცემი პიროვნებაა, რუსეთი კი საუკუნეების განმავლობაში ოკუპანტია, აფხაზეთი კი ანაკლიის მეზობელ რეგიონად მოიხსენია, რაც მისმა ოპონენტებმა კონტესქსტიდან ამოიღეს.
ზურაბიშვილის განცხადებით მის წინააღმდეგ არასწორი ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულედ ხდება, პრეზიდენტობის კანდიდიატის განმარტებით ამაში რუსეთის ხელი ურევია.




