სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ზუგდიდში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
ხმაური მოჰყვა ზუგდიდში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს. ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის დარბაზში პრეზიდენტობის კანდიდატის მოსვლამდე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, ზუგდიდის დრამატული თეატრის ყოფილი დირექტორი მაია კალანდია და ინდმეწარმე მანანა ტრანკლე მივიდნენ.
მათ შეხვედრაზე დასწრება და სალომე ზურაბიშვილისთვის კონკრეტული კითხვების დასმა მოითხოვეს. გარკვეული ხნის მანძილზე მათ ორგანიზატორები დარბაზში არ უშვებდნენ, თუმცა მოგვიანებით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ჩაერია და ორივე ქალბატონი დარბაზში შევიდა.


