მაია კალანდია ზურაბიშვილს: “თქვენ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხართ”

“თქვენ ხართ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი”-ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მაია კალანდიამ. მან პრეზიდენტობის კანდიდატს უთხრა, რომ შეხვედრის გაგრძელების საშუალებას არ მისცემდა. ზურაბიშვილმა მას დალოდება და რეპლიკაზე პასუხის გაცემა შესთავაზა.
მაია კალანდიას სიტყვები დარბაზში შეკრებილებმა გააპროტესტეს და მას შეხვედრის დატოვება მოსთხოვეს. “ნაციონალური მოძრაოობის”მხარდამჭერმა საბოლოოდ შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატთან დატოვა.
სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებშიც განაგრძობს ზუგდიდში საკუთარ ამომრჩეველთან შეხვედრას.



