ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების საფასური განსაზღვრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების მოწესრიგების საკითხის შესწავლის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი და ს.ს. „თაუნ პარკსა“ და საკრებულოს მიმართა რეკომენდაციით პარკირების საფასური დადგინდეს შემდეგნაირად:
1 კვირა – 3 ლარი,
1 თვე – 10 ლარი,
3 თვე – 15 ლარი,
6 თვე – 25 ლარი,
1 წელი – 40 ლარი.
ცვლილებები შევა შესაბამის დადგენილებაშიც, რომელიც ავტომობილის დგომის/გაჩერების რეგულაციებს მოაწესრიგებს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გადახდის სისტემების სრულყოფას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც არასამთავრობო სექტორის ისე ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისაგან.




