ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. როგორც ხობის მერმა გოჩა ქაჯაიამ განაცხადა, ბაღში წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები სრულად შეიცვალა, შენობის ინტერიერი და ექსტერიერი მოეწყო, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსი დამონტაჟდა.
სამუშაოს ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ბაღში სარემონტო სამუშაოები 2017 წლის 29 ივლისს დაიწყო.




