ერგეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საბავშვო ბაღი იწვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში საბავშო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. შენობიდან აღსაზრდელების და საბავშვო ბაღის მასწავლებლების ევაკუაცია დროულად მოხდა.
ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.



