რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას დავით კოდუასთან? – სუს-ში გამოკითხვა დასრულდა

არანაირ კორუფციუკ გარიბებეთან მე შეხება არ მქონია. გამოძიებას ჰქონდა კითხვები ჩემი მოადგილეობისას თუ რა უფლება-მოვალეობები მქონდა.რა კომპეტენცია მქონდა და რა ფუნქციებს ვასრულებდი, როცა ვიყავი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის მოადგილე”-განაცხადა დავით კოდუამ მედიის წარმომადგენლებთან.
სუს-ის ზუგდიდის განყოფილებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან რამდენიმე საათიანი გამოკითხვა დასრულდა.
უფრო ადრე კი, ამავე უწყებაში გამოიკითხა კიდევ ერთი, მოქმედი საჯარო მოხელე თენგიზ ქობალია. თენგიზ ქობალია “ფარული ჩანაწერების” საქმის უშუალო მონაწილეა. გამოძიებამ ის გამოკითხვაზე წუხელ დაიბარა და რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
სუსმა ზუგდიდში, “ფარული ჩანაწერების” საქმეზე სულ 6 საჯარო პირი დაკითხა.




