გიგა მაქარაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდთან საპროსტესტო აქცია გამართა
,,აფხაზეთი საქართველოა” ,, რუსეთი ოკუპანტია” ამ ტრანსფარანტებით ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს გიგა მაქარაშვილმა და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რუსეთი კვლავ აგრძელებს არასწორ და დამყრობლურ პოლიტიკას და სანამ ერთ ქართველს მაინც ემახსოვრება დღევანდელი დღის მოვლენები ესეიგი ბრძოლა არ დამთავრებულა და გრძელდება.
ენგურის ხიდთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრებს და გაშალეს პლაკატი წარწერით “აფხაზეთი საქართველოა”, “რუსეთი ოკუპანტია”.
წუთიერი დუმილის შემდეგ ენგურის ხიდზე მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
აქციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა, ფოთისა და ზუგდიდის სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. ცნიბისთვის, მაქარაშვილი თბილისიდან 14 სექტემბერს გამოვიდა, ზუგდიდში კი გუშინ ჩამოვიდა.
მას ქალაქის შემოსასვლელში სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ შეძახილით „არ გაჩერდე“.









