ზუგდიდის მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ხვალ, 15 სექტემბერს დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია STV-ს უწყებაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ლაშა გოგიას მიმართ 338-ე, ქრთამის აღების მუხლით აღძრულ საქმეს.
ლაშა გოგია საქართველოში პრაღიდან საღამოს დაბრუნდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.



