ექსკლუზივი: ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა გამოკითხვაზე დაიბარეს. გულორდავამ სუსიდან შეტყობინება უკვე მიიღო. ის უწყების შენობაში დილის 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. გია გულორდავას ხვალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხავენ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ, ქრთამის აღების 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას.
STV გია გულორდავას დაუკავშირდა, თუმცა ყოფილი ვიცე-მერი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ STV-მ დღეს ექსკლუზიურად ჩაწერა ვიცე-მერი გია გულორდავა.
STV-ს კითხვაზე იცნობს თუ არა ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას და სმენია თუ არა მასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე, გია გულორდავამ განაცხადა:
“ძალიან გთხოვთ ასეთ კითხვებს ნუ მისვამთ. არ მსმენია და არც ვიცი რა ჩანაწერებზეა საუბარი, თუმცა გიდასტურებთ, რომ ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას ახლოს ვიცნობ და მქონდა მასთან ურთიერთობა”-აცხადებს გია გულორდავა.
ცნობისათვის, თანამდებობის პირთა გადადგომა სავარაუდოდ სკანდალურმა აუდიო-ჩანაწერს უკავშირდება სადაც საუბარია ე.წ. ატკატებზე. აუდიო ჩანაწერი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, ზურაბ კვირტიამ გააკეთა.
აღნიშნულ ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.




