“ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრის” ხელმძღვანელი სუსმა გამოკითხა

სუსმა გამოკითხვაზე ააიპ “ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრის” ხელმძღვანელი ნოე პერტაია დაიბარა. STV-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად საქმე ამავე ცენტრის მუშაობის საკითხებს ეხებოდა. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ თითქოს ნოე პერტაია დააკავეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
გამოკითხვა ზუგდიდში რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც “ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრის” ხელმძღვანელმა შენობა დატოვა.
STV-მ სცადა ნოე პერტაიასთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.





