მამუკა წოწერია – ყველაფერი მერის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას გადადგიმასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლაშა გოგიას გადაწყვეტილების შესახებ მანაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო. რაც შეეხება მისი გადადგომის მიზეზებს, წოწერია ამბობს რომ:
“ლაშა გოგია სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკაში და ყველაფერი მისი ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა.რაც შეეხება ვიცე-მერის გია გულორდავას გადადგომას, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, მასთან კომუნიკაცია არ მქონია”,-განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ცნობისათვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს სამსახურმა დაადასტურა ვიცე-მერის, გია გულორდავას გადადგომაც. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაგდალინა თოდუას განცხადებით, ვიცე-მერის გადადგომის შესახებ განცხადება, მერიის კანცელარიამ უკვე გაატარა.




