ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდება ქალაქი მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითი, ჯამში 1 258 აბონენტი.
პროექტის ღირებულება 4 467 846 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ექსპრესს სერვისი 208“ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა გაეცნო.
ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება




