ზუგდიდის მერის სტიპენდია 11 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას სტიპენდია 11 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ მიიღო.
სხდომას წარჩინებული სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
სტუდენტები მერის სტიპენდიას სასწავლო წლის მანძილზე 250 ლარის ოდენობით მიიღებენ.
დღესვე, კომისიის გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის წარჩინებულ სტუდენტ დავით ესათიას, ოქტომბერში, სასწავლო ვიზიტით ბრიუსელსა და ჰააგაში გამგზავრების ხარჯი დაუფინანსდა.
როგორც ზუგდიდის მერიაში აღნიშნავენ, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.




