“მსგავსი სითავხედე არსად მინახავს”- შრომის უსაფრთხოების დარღვევა ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც შპს “ლეგვი” საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, ენმ-ს ხობის ორგანიზაციის თვმჯდომარის ია ჯიშკარიანის მტკიცებით დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები და მშენებლობა ყოველგავრი ე.წ. დამცავი ბადის გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯიშკარიანმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა და მტკიცებულებად ფოტოსურათები დადო.
“იქ სადაც კანონი კანონობს პასუხს უნდა აგებდე #ფიგარობასილაიავ! უსაფრთხოების არცერთი ნორმა არ გაქვს დაცული, ახლოს ვერ ჩაუვლი მშენებარე კორპუს ან ,ფიცარი” ან კიდევ ,,თხევადი ბეტონი” გეცემა თავზე. მსგავსი სითავხედე არსად მინახავვს! სად გაქვთ თვალები ხობის რაიონის #მერს,ქალაქის #რწმუნებულს და #დეპუტატებს? დამცავი ბადე რატომ არააქვს კორპუსს?,”-წერს ჯიშკარიანი.
როგორც ხობის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ გაფრთხილება უკვე მიიღო, რაც შეეხება დამატებით დეტალს მერიის სამსახურის თანამშრომელი სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.
“კომპანიამ მიიღო მერიისგან გაფრთხილება, რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებში უნდა მოხდეს ხარვეზის გამოსწორება-ამის და სხვა დამატებითი დეტალების გაგებისთვის ოფიციალურად მოგვმართეთ,” – განაცხადეს მერიის ზედამხედველობის სამსახურში.
ცნობსითვის, შპს “ლეგვმა” 2006 წლის 23 სექტემბერს N1/1-3193 ბრძანების საფუძველზე გამართულ N715 ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა და შესაბამისად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათან გააფორმა პირობიანი ხელშეკრულება. პირობის მიხედვით, 30 კალენდარული თვის განმავლობაში საკუთრებაში გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ უნდა იქნეს არანაკლებ 500 კვადრატული მეტრის კომერციული, 500 კვმ არასაცხოვრებელი და 200 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართები, რომლის საინვესტიციო მოცემულობამ არანაკლებ ორი მილიონი ლარი უნდა შეადგინოს.
რაც შეეხება, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს, კანონი 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ახალი კანონის მიხედვით, შრომის ინსპექტორებს უფლება აქვთ ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ დასაქმებულთა შრომის პირობები.
პირველ ეტაპზე კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება.
საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის აწესებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა:
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისიათვის, დასაქმებულთათვის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება; შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირის გამოყოფა; დამსაქმებლის ხარჯით, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველყოფა კანონის მიხედვით განისაზღვრა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამოებები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები: გაფრთხილება, ჯარიმა, სამუშაო პროცესის შეჩერება.





