ზაფხულის განმავლობაში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წყალზე სამაშველო ღონისძიებების სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკა 1 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ამ დროის განმავლობაში მაშველებმა მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 316 ადამიანი გადაარჩინეს. უწყების ცნობით, მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო.
გადარჩენილთა სტატისტიკა ასეთია:
- მდინარე – 27
- ტბა – 49
- ზღვა – 240
დაღუპულთა სტატისტიკა:
- მდინარე – 27
- ტბა 14
- ზღვა – 10
მსგავსი სიახლეები

თედო რეხვიაშვილი – მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ გახდეს „ადამიანი“ და იარსებოს



