ზაზა ნადირაძე – იმ სამაჯურს, რაც კაშიამ ხელზე გაიკეთა, ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი

24 წლის ნიჩბოსანმა, ევროპის ჩემპიონმა, ზაზა ნადირაძემ ჟურნალ “სარკესთან” ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ გურამ კაშიას მიერ გაკეთებულ სამაჯურს ცეცხლს წაუკიდებდა და დაწვავდა.
“გურამს არ ვიცნობ, მისი პირადი მოსაზრებები არ ვიცი. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, იმ სამაჯურს, თუ რაც არის, სიმბოლო, რაც ხელზე გაიკეთა, ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი. ითხოვენ აქ ზედმეტ უფლებებს და თავზე გვასხდებიან. ავადმყოფები არიან და აჯობებს, იმკურნალონ! მე მხარს არ ვუჭერ მათ დროშას და არც მათ მომხრეებს” – აღნიშნა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება


