სამეგრელოს გუბერნატორის პრეს-სამსახურის უფროსად ლიკა ქვარცხავა ინიშნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად რუხის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული ლიკა ქვარცხავა ინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია დილიდან გავრცელდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები ამ დრომდე არ კეთდება.
გუბერნიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ. მეტიც, ლიკა ქვარცხავას STV ჯერ კიდევ გუშინ დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურიდან წასვლას და ქვეყნის დატოვებას გეგმავს.
“მე დიდი ხანია ქვეყნის დატოვება მაქვს გადაწყვეტილი და ამის შესახებ ჩემმა მეგობრებმაც იციან. ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას და იქაც უკვე მელოდებიან. ასე, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. მეც მსმენია ამის შესახებ, სხვებისგან გავიგე, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ჩემთან კონსულტაციებიც კი არ ყოფილა”,-განაცხადა STV-თან სატელეფონო საუბრისას ლიკა ქვარცხავამ.
ქვარცხავას STV რამდენიმე წუთის წინ ისევ დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ დანიშნული ჯერ არ არის, მაგრამ შემოთავაზება იყო, არის და კონსულტაციებს გადის ამ ეტაპზეც.
“შემოთავაზება იყო, არის და კონსულტაციებს გავდივარ ამ ეტაპზეც. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ”-განაცხადა ლიკა ქვარცხავამ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრეს-სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პაატა ლაგვილავამ, რის შემდეგაც აღნიშნუილ თანამდებობაზე ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ლევან სულაშვილი დაინიშნა.
ლევან სულაშვილმა დაკავებული თანამდებობა დანიშნვიდან 2 დღეში დატოვა. მას შემდეგ გუბერნატორის პრეს სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია.




