ფოთში დედაზე ძალადობის ბრალდებით შვილი დააკავეს

ქალაქ ფოთში დედაზე ძალადობის ბრალდებით მისი შვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.როგორც STV-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.




