სამეგრელოში ბაბუა შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბაბუა 9 წლის შვილიშვილზე რამდენიმე თვე ძალადობა. ერთ-ერთი ძალადობისას ბავშვმა დედას გაუმხილა, რის შემდეგაც მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს.
მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 141-ე და 151-ე მუხლებით არის დაწყებული.




