1 გარდაცვლილი, 16 ინტოქსიკაციით და 6 დაკავებული -ფესტივალი Echowaves სრულდება

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს 16 ადამიანმა მიმართა. გამოძახებები 25-26 აგვისტოს დაფიქსირდა, ხუთი პირი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენს კი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაუწიეს.
შსს-მ ანაკლიაში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე 6 ირანელი ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე დააკავა.
გუშინვე ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, გარდაცვლილ კაცს უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.
მსგავსი სიახლეები

ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირია დაკავებული

საქართველოს და სომხეთის ნაკრებების მატჩი ანგარიშით 6:1, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა


