ლაშა გოგია – განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. შეხვედრაზე პარტიული საკითხები განვიხილეთ

ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას განცხადებით დღეს პარტიულ შეკრებაზე განსაკუთრებული საკითხები არ განუხილავთ. მისივე განმართებით მხოლოდ ვიწროპარტიული საკითხებზე და პროექტებზე ჰქონდათ საუბარი.
“განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. შეხვედრაზე პარტიული საკითხები, მუნიციპალური პროგრამები და პროექტები განიხილეთ”-განმარტა გოგიამ.
ცნობისათვის, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერების საკითხიც დადგებოდა. მედიის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კითხვაც დაუსვეს.
“ჩვენ ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც ზოგადად ჩამოყალიბებულია რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები და მხოლოდ ეს იყო შეხვედრის მთავარი მიზანი,”- განაცხადა კობახიძემ.



