სანდრო სორდია : “ანი წითლიძე ცდილობს ხავსს მოეკიდოს”

“ანი წითლიძე ცდილობს ხავსს მოეჭიდოს და ბინძური, ამორალური ხერხები გამოიყენოს მიზნის მიღწევის საშუალებად. მისი ქმედებები მიმართულია იაფასიანი პოლიტიკური დივიდენდების მიღებისაკენ, მისი ოცნების ახდენისათვის – გახდეს პარლამენტის წევრი, თუმცა ამ ოცნების რეალიზაციისთვის მას არ გააჩნია, არც მისი გაკოტრებული პარტიის რესურსი და არც მისი პოლიტიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები,”-ასე გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს წევრი სანდრო სორდია Facebook-ის პირად გვერდზე ენმ- ს ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარის ანი წითლიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სანდრო სორდიას მამამ ცენტრალური ბაზრის ღობის ადგილას კონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა ექსკლუზიურად მიიღო.
“მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი წევრის, ანა წითლიძის მიერ დადგმულ იაფასიან სპეკტაკლს – უშედეგო მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი საქმიანი იმიჯის დისკრედიტაციას საკუთარი პარტიულ-პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით. მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: ფაქტობრივი თვალსაზრისით აბსურდული, სამართლებრივად არაკვალიფიციურ და პოლიტიკურად უზნეო განცხადებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კერძო სუბიექტებს შორის სადავო ურთიერთობები უნდა წყდებოდეს არა საკრებულოში, პოლიტიკურ ორგანოში, არამედ სასამართლოში. სამწუხაროა, რომ ქალბატონმა წითლიძემ, პროფესიით იურისტმა, ვერ შეძლო სიტყვა კორუფციისა და ექსკლუზიურის (რეალურად საქმე ეხება 22 მოქალაქისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემას, რაც წითლიძის ცნობიერმა ექსკლუზიურად აღიქვა) დეფინიცირება
P.S. არ გაგიკვირდეთ, ცნობიერის უწესრიგო ნაკადისა და დეფორმირებული სინდისის ბრალია. ვფიქრობ, წარსულში დავტოვეთ უკვე ის რეალობა, სადაც საკუთრების უფლების რეალიზაციის საშუალებას სახელმწიფო ხალხს არ აძლევდა. ეს სწორედ ქალბატონი წითლიძის კუმირის, მიხეილ სააკაშვილის პირობებში ხდებოდა, როცა არათუ საკუთრების უფლების რეალიზაციის საშუალება იყო, არამდე მაშინდელი ხელისუფლების დავალებით ზუგდიდის ბაზრის წინ ჯარი იდგა და მოქალაქეებს ბაზარში შეღწევის საშუალება არ ჰქონდათ. რეალურად კი, ქალბატონი წითლიძის ქმედებები მიმართულია იაფასიანი პოლიტიკური დივიდენდების მიღებისაკენ, მისი ოცნების ახდენისათვის – გახდეს პარლამენტის წევრი, თუმცა ამ ოცნების რეალიზაციისთვის მას არ გააჩნია, არც მისი გაკოტრებული პარტიის რესურსი და არც მისი პოლიტიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები. ამიტომაც ცდილობს ხავსს მოეჭიდოს და ბინძური და ამორალური ხერხები გამოიყენოს მიზნის მიღწევის საშუალებად,”-წერს სორდია.




