მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მოგვიანებით მსახიობის გარდაცვალების ფაქტი შსს-შიც დააადასტურეს. უწყების ინფორმაციით, მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
ადგილზე გამომძიებლები უკვე მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, სსსკ 115-ე მუხლით დაიწყო.




