გუდაუთაში რუსი სამხედროების მონაწილოებით წვრთნა გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსი სამხედროების მონაწილოებით სამხედრო სწავლება გაიმართა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
სამხედრო სწავლებაში მეშვიდე სამხედრო ბაზის, შავი ზღვის ფლოტის, მეოთხე საჰაერო არმიის მონაწილეობდა.
სამხედრო სწავლების სცენარის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის დესანტი გუდაუთის პოლიგონის სანაპირო ზოლზე სანაპიროს დაცვის მიზნით გადმოსხეს.
წვრთნაში 2000-ზე მეტი ჯარისკაცი და 600 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.




