წალენჯიხაში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი კარიერზე მუშაობის დროს დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




