სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 60 წლამდე მამაკაცი მოჰყვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 60წლამდე მამაკაცი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი ტვირთით იყო დატვირთული.
შს სამინისტრომ მოხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე – 5 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




