ზუგდიდში მანათობელი წარწერა – „მე მიყვარს ზუგდიდი“ დამონტაჟდა

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, მანათობელი წარწერა – „მე მიყვარს ზუგდიდი“ დამონტაჟდა. მისი სიმაღლე 150 სანტიმეტრი, სიგანე კი 12 მეტრამდეა. სამუშაოები კომპანია „მარგი დიზაინმა“ შეასრულა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის 9 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანიამ ადგილობრივ ხელისუფლებას 6 900 ლარი შესთავაზა.




