ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ მოიხსენიებს

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს. მეუფე იაკობის თქმით, ამ „დაჯგუფების“ უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას.
მეუფე იაკობის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე იძულებული იყო რუსეთიდან გამოქცეულიყო და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიფარა ის ქართულმა ეკლესიამ.
„ამდენი ხანი არ იციან ავაზაკობა იმისი? თუნდაც ავიღოთ რუსეთის ეკლესიის წევრი იყო, იმათი ეკლესიის მღვდელმსახური იყო მამალაძე. მანქანა რომ დაუწვეს, ცოცხალმა, რომ ძლივს გამოასწრო და ჩვენმა ეკლესიამ რატომ შეიფარა, ჩემთვის დღესაც გაუგებარია, იმ ავაზაკს რატომ იცავენ? დაუსვან მეუფე პეტრეს კითხვას, იცის თუ არა ეგ საკითხი და რატომ იცავს მერე? თურმე მე ვყოფილვარ სირცხვილი და 2013 წლის 17 მაისის გამო მე ვყოფილვარ ერის სირცხვილი,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.




