“ქართული მარშის” წევრები “დიდგორობას” აქციით შეხვდნენ
ბათუმში, ვარდების სკვერში „ქართული მარშის“ ლიდერები და წევრები, დიდგორობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვარდების სკვერში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას ითხოვენ.
მარშის წევრებმა აქციაზე ხატები მიიტანეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აბაშიძისა და ქუთაისის ქუჩებზე მსვლელობის მოწყობას გეგმავენ, მანამდე კი იუნკრების საფლავთან მივლენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.
„ქართული მარშის“ წევრების თქმით, ისინი ქუთაისის ქუჩაზე თურქების სიმრავლეს აპროტესტებენ. მათი თქმით, თურქები აღნიშნულ ქუჩაზე არაერთ რესტორანსა და გასართობ ობიექტს ფლობენ, რაც მათთვის მიუღებელია.




