ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, დროებითი ხიდისთვის ბურჯებისს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დღესვე მოხდება დროებითი ხიდის კონსტრუქციის ტრანსპორტირება, რის შემდეგაც განხორციელდება ხიდის მონტაჟი.
შეგახსენებთ, რომ ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი, 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სტიქიის მომენტიდან ჩაერთო და ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა.




