ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან გაწერეს (შიდა კადრები კლინიკიდან)
პენიტენციური სამსახურიდან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ კლინიკის დატოვების ამსახველი კადრები რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
კადრები ძირითადად კლინიკის შიდა ნაწილშია გადაღებული, სადაც მედიას შესვლის საშუალება არ ჰქონია.
ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გამოკვლევებისთვის „მედიქლაბ“ ჯორჯიაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, დღეს კი ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს.




