ქვედა ჩხოროწყუში დაფნის გადამამაუშავებელი საწარმო შენდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მშენებარე დაფნის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.
პროექტი ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამში 500 000 ლარს აჭარბებს.
სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს. ,,ჯუმითი“. მშენებლობა ნოემბრის თვეში დასრულდება, ქარხანა თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება.
დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში დამატებით სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.




