ფესტივალი Echowaves გაიხსნა
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves Powered by Exit გაიხსნა. თავდაპირველად მუშაობა TAIYO Stage-მა დაიწყო. მოგვიანებით კი მთავარ სცენაზე პირველი დღის ჰედლაინერი Juan Atkins წარდგა, კონსერვატორიის ალტერ ორკესტრთან და Dzijan Emin-თან ერთად.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბილეთების შეძენა უკვე მხოლოდ კარზეა შესაძლებელი. ამავე ცნობით, მულტიპასის ღირებულება 200 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთის კი – 90 ლარია.




